Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 23 days ago

თალაკვაძის თქმით, რურუას შეწყალებაზე პრეზიდენტი უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ილაპარაკა „მთავარი არხის მეწილის გიორგი რურუასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე. მისი თქმით, რურუას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი უახლოეს დღეებში მიიღებს. „ქალბატონმა პრეზიდენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმისთვის, რათა ეს შეთანხმება შემდგარიყო. ამ გადაწყვეტილების განხორციელების ვადები მან ძალიან მკაფიოდ დაასახელა. ეს ვადები უკვე მიმდინარეობს, შესაბამისად, მაღალი ალბათობით (თუმცა ეს არის მისი სუვერენული გადაწყვეტილება) ის უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას , - თქვა არჩილ თალაკვაძემ. რაც შეეხებაა ნიკა მელიას, როგორც პარლამენტის სპიკერი განმარტავს, არანაირი დამატებითი წინადადებები არ ყოფილა, შეთანხმება უკვე გაფორმებულია, შესაბამისად, რაიმეს დამატება არ განიხილება. „პროცესის ლოგიკა ასე იყო შეთანხმებული და მოლაპარაკებამდე ასე იყო განმარტებული ღონისძიებები, რაც მოხდება, არის უკვე განსაზღვრული. ეს არის გირაოს უზრუნველყოფა, ამას დაეთანხმება თუ არ დაეთანხმება პატიმრობაში მყოფი პირი, ეს არის მისი უფლება. ამის შემდეგ, რაც საჭიროებს ოპოზიციის ყოფნას და მუშაობას პარლამენტში, ჩვენ ყველა ერთად დავიწყოთ მუშაობა ამნისტიაზე და მოხდეს ამის ინიცირება , - თქვა თალაკვაძემ. ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს. 2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. დოკუმენტს „ქართულ ოცნებასთან ერთად ხელი მოაწერა ოპოზიციის ნაწილმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ აპირებს მასზე ხელმოწერას.


Latest News
Hashtags:   

თალაკვაძის

 | 

თქმით

 | 

რურუას

 | 

შეწყალებაზე

 | 

პრეზიდენტი

 | 

უახლოეს

 | 

დღეებში

 | 

მიიღებს

 | 

გადაწყვეტილებას

 | 

Sources