Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 24 days ago

ევროსაბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას ნავალნის გათავისუფლების შესახებ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფრანგმა დეპუტატმა, ჟაკ მერმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ასამბლეას მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა 22 აპრილს გაიმართება. იმ დღეს სტრასბურგში ჩანიშნულია დებატები ნავალნის დაპატიმრებისა და საპატიმროში მისი მდგომარეობის შესახებ. რეზოლუციის პროექტის ავტორი ფრანგი დეპუტატი, ჟაკ მერი, „ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს“ წარმოადგენს. რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს რუსეთს, „ნებისმიერ შემთხვევაში“ გაათავისუფლოს პატიმრობიდან ალექსეი ნავალნი 7 ივნისამდე, ვიდრე ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტი კვლავ გამართავს სხდომას ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე. მოწოდება ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლად გაათავისუფლონ ოპოზიცონერი პოლიტიკოსი. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ შეუძლებლად მიიჩნევს ნავალნის გათავისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე. იუსტიციის მინისტრმა, კონსტანტინ ჩუიჩენკომ, ევროპული სასამარათლოს გადაწყვეტილებას „იმთავითვე შეუსრულებელი“ უწოდა.


Latest News
Hashtags:   

ევროსაბჭო

 | 

კენჭს

 | 

უყრის

 | 

რეზოლუციას

 | 

ნავალნის

 | 

გათავისუფლების

 | 

შესახებ

 | 

Sources