Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 24 days ago

მელიას გათავისუფლების შემდეგ, სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს მას შემდეგ, რაც საპატიმროს დატოვებს პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია. მიმართვაში, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელმა  სოციალური ქსელით გაავრცელა, იგი ამბობს, რომ  ნიკა მელია საპატიმროდან უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ისე, როგორც მას სურს, შემდეგი ნაბიჯი კი „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა უნდა იყოს. სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ის საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. „შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი ასევე. შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი ქართული ოცნების, ესე იგი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე. 43 პროცენტიანი ბარიერიანი, ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების და ეს არის რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე. ამიტომ შემოდგომაზე იქნება ეს რეფერენდუმი და ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისათვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიის ფარგლებში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოვა და თუნდაც სიცოცხლის რისკის ფასად იქნება ამ პროცესის დამსწრე და მონაწილე.    


Latest News
Hashtags:   

მელიას

 | 

გათავისუფლების

 | 

შემდეგ

 | 

სააკაშვილი

 | 

„ნაციონალურ

 | 

მოძრაობას“

 | 

მიშელის

 | 

დოკუმენტზე

 | 

ხელმოწერისკენ

 | 

მოუწოდებს

 | 

Sources