Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 26 days ago

პარიზის სასამართლომ ბელარუს მფრინავს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 9 ფრანგი ჯარისკაცის დახოცვისთვის

პარიზის სასამართლომ შაბათს უვადო პატიმრობა მიუსაჯა ბელარუსის მოქალაქე, იური სუშკინს 9 ფრანგი მშვიდობისდამცველი ჯარისკაცის დახოცვისთვის. ბელარუსი მფრინავი კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს სამთავრობო ჯარების სუ-25 ტიპის მოიერიშეს მართავდა, როდესაც 2004 წელს, რაკეტებით დაბომბა ფრანგული სამხედრო ბაზა. სასამართლო განხილვა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, 15 აპრილს დასრულდა სასამართლოს მიერ ვადამდე გამოტანილი განაჩენის გამოცხადებით. სუშკინი და კოტ-დ’ივუარის არმიის კიდევ ორი ოფიცერი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ქალაქ ბუკაში ფრაგულ ბაზაზე განხორციელებულ იერიშში, რომლის დროსაც დაიღუპა 9 ფრანგი მშვიდობისდამცველი და ჰუმანიტარული მისიის 1 ამერიკელი თანამშრომელი. დაიჭრა 38 კაცი. ამ სისხლიანი თავდასხმიდან რამდენიმე საათში, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის, ბრძანებით საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს საავიაციო იერიში კოტ-დ’ივუარის დედაქალაქ იამუსუკროში მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე და გაანადგრეს ქვეყნის მთელი საავიაციო პოტენციალი. მათ შორის ბელარუსის არმიისგან ნაყიდილი ორი სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, რომლებსაც შერეული ეკიპაჟები მართავდნენ. ფრანგული მხარის ვერსიით, 2004 წლის საავიაციო იერიში პროვოცირებული იყო კოტ-დ’ივუარის მაშინდელი პრეზიდენტის, ლორან გბაგბოს ნაციონალისტურად განწყობილი გარემოცვის მიერ, რათა აეძულებინათ საფრანგეთი დაეტოვებინა ყოფილი კოლონიის ტერიტორია. შეიარაღებული კონფქლიტის დროს რესპუბლიკის ხელისუფლებამ პარიზი დაანაშაულა სამხედრო აგრესიაში და მოითხოვდა ფრანგი მშვიდობსდამცველები გაყვანას. თავად ლორან გბაგბო ქვეყნის ისტორიაში პირველი სახელმწიფო მეთაურია, რომლის საქმესაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს კაცბრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, რაშიც განსასჯელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 


Latest News
Hashtags:   

პარიზის

 | 

სასამართლომ

 | 

ბელარუს

 | 

მფრინავს

 | 

სამუდამო

 | 

პატიმრობა

 | 

მიუსაჯა

 | 

ფრანგი

 | 

ჯარისკაცის

 | 

დახოცვისთვის

 | 

Sources