Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 26 days ago

ზაალ უდუმაშვილი: „მთავარ საკითხად რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები“

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დღევანდელ (18 აპრილის) შეხვედრაზე გაირკვევა, დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდაზე ის წინადადებები, რომლებზეც შეიძლება საუბარი და რაიმე შეთანხმების მიღწევა. უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის მთავარ საკითხად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. დღეს ჩვენ გავიგებთ, რა შეიცვალა მათ მიდგომებში, დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ის წინადადებები, რომელზეც შეიძლებ საუბარი, განხილვა და რაიმე შეთანხმებამდე მიღწევა. ჩვენი ამოსავალი არის პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებზე დიალოგის გახსნა. ეს არის ის ორი მთავარი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმების საგანი. ასევე, ის სამი საკითხიც, რომელიც გარკვეულწილად არის შეთანხმების საგანი. მედიატორები იქნებიან ელჩები, მათ ექნებათ ალბათ კონკრეტული წინადადებები მომზადებული, თუ როგორ ხედავენ ამ კონკრეტული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებს , - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება. 17 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, მხარეებს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე.  


Latest News
Hashtags:   

უდუმაშვილი

 | 

„მთავარ

 | 

საკითხად

 | 

რჩება

 | 

პოლიტპატიმრების

 | 

გათავისუფლება

 | 

ვადამდელი

 | 

არჩევნები“

 | 

Sources