Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 25 days ago

არ დავთმობთ ბულვარს - ბათუმში აქცია გაიმართა

არ დავთმობთ ბულვარს ბათუმელები კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 140 წლის ბულვარის დასაცავად ისევ გამოვიდნენ. ზღვისპირა პარკის კოლონადებთან შეკრებილი ბათუმელები მოითხოვდნენ სასწრაფოდ დამტკიცდეს ბულვარის კონსერვაციისა და განაშენიანების გეგმა, რომელიც 2 წლის განმავლობაში მუშავდებოდა სპეციალისტების მიერ. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ აგრეთვე ბულვარის შუაგულში მიმდინარე 19-სართულიანი სასტუმრო ამბასადორის მშენებლობას. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ აგრეთვე ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პარკის სანაპიროს მრავალწლიანი იჯარით გასხვისებას. ბულვარის დამცველებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რიონის ხეობის დამცველებს.  


Latest News
Hashtags:   

დავთმობთ

 | 

ბულვარს

 | 

ბათუმში

 | 

აქცია

 | 

გაიმართა

 | 

Sources