Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 26 days ago

გორში აქცია გაიმართა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მხარდასაჭერად

გორი, რიონის მცველების მხარდასაჭერად , - ამ სლოგანით აქცია გაიმართა გორში. თეატრის სკვერში შეკრებილები მიიჩნევენ, რომ რიონის ხეობაში გიგანტური ჰესი არ უნდა აშენდეს. მათი თქმით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს აქციის მონაწილეების მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი უფრო მწვავე ფორმას მიიღებს. შეკრება ემიჯნება ყველა პოლიტიკურ პარტიას და არის აბსოლუტურად მშვიდობიანი. აქციის მთავარი მიზანია საჯარო თანადგომა გამოვუცხადოთ რიონის ხეობის მცველებს, პატივი ვცეთ მათ მიერ არჩეულ მშვიდობიან და აპოლიტიკურ პროტესტის ფორმას და ჩვენც, ყოველგვარი პოლიტიკური ლოზუნგებისა და პირადი ამბიციების გარეშე, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ , - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ილია კუხალაშვილმა.


Latest News
Hashtags:   

გორში

 | 

აქცია

 | 

გაიმართა

 | 

ნამახვანჰესის

 | 

მოწინააღმდეგეთა

 | 

მხარდასაჭერად

 | 

Sources