Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 25 days ago

მთავარეპისკოპოსი იაკობი: თუ ჩვენც გავხდეთ თქვენსავით მოძალადეები?

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, საკვირაო ქადაგების დროს, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ ყოფილი ქმრის, მსახიობ ბესო ზანგურის მისამართით გამოთქმულ ბრალდებაზე ილაპარაკა და პარალელი გაავლო მედიისა და ოპოზიციის ეკლესიასთან ურთიერთობაზე, რომელიც, მღვდელმსახურის თქმით, „ასევე ძალადობაა“. გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინ. ატყდა ერთი ამბავი, კაცი სამსახურიდანაც გააძევეს და მიზეზი ძალადობაა. პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ჩვენზე? არ ძალადობთ ეკლესიაზე? არ ძალადობთ თითოეულ ადამიანზე? თუ ჩვენც გავხდეთ თქვენსავით მოძალადეები? ცუდის გაკეთება ადვილია, სიკეთის კეთებაა ძნელი , - თქვა იაკობმა, რომელმაც ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა, შევიდნენ პარლამენტში. იაკობმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2020 წლის ოქტომბერში არჩევნების ჩატარება საშინელი დანაშაული იყო, რასაც შედეგად ვირუსის გავრცელება და 3 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. „კარვებით რამეს დაამარცხებ? მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ მიდით გააკეთეთ ისე თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობა, რომ პარლამენტს წესით მოახდინეთ ცვლილებები. როგორ გგონიათ, ოპოზიციის ლიდერები რომ ავიღოთ, არ მოინდომებენ სასამართლოზე ან ძალოვნებზე თავზე მოჯდომას? მოინდომებენ! იმიტომ არ უნდათ პარლამენტში შესვლა, რომ კანონები შეიცვალოს. კანონი და სისტემა თუ არ შეიცვალა, არაფერი დალაგდება ჩვენთან“, - განაცხადა ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა იაკობმა 18 აპრილის საკვირაო ქადაგებაზე.  


Latest News
Hashtags:   

მთავარეპისკოპოსი

 | 

იაკობი

 | 

ჩვენც

 | 

გავხდეთ

 | 

თქვენსავით

 | 

მოძალადეები

 | 

Sources