Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 25 days ago

ევროკავშირის წარმომადგენლობაში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება

18 აპრილს, 14.00 საათზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიცის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. 17 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, მხარეებს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე. „მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“. 16 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა ვროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს. ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელს არ მოაწერენ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის გეგმის არსებულ ვერსიას. [დოკუმენტს, რომელშიც] ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრების საკითხი ბუნდოვანია, რა თქმა უნდა, [ხელს არ მოვაწერთ]“, - განაცხადა 16 აპრილს „ევროპულის სქარათველოს“ ლიედრმა გიგა ბოკერიამ. შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამრთლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.  


Latest News
Hashtags:   

ევროკავშირის

 | 

წარმომადგენლობაში

 | 

მმართველი

 | 

პარტიისა

 | 

ოპოზიციის

 | 

შეხვედრა

 | 

გაიმართება

 | 

Sources