Wednesday 12 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 25 days ago

კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარდა 18 822 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  818  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 783 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.35 %-ია. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 939 პირი ემსხვერპლა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.41%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 280 915-მდე. ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა - 75, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 478, საიდანაც: 2 982 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 512 პირი, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში - 69, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 7, იმერეთში - 6. 439 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში. 7 057 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. სულ  6 ოქტომბრიდან - 17 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 432 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 317 პირი, აჭარაში - 2 314, იმერეთში - 1 180.


Latest News
Hashtags:   

კორონავირუსით

 | 

გარდაცვალების

 | 

ახალი

 | 

შემთხვევა

 | 

დაფიქსირდა

 | 

Sources