Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 26 days ago

18 აპრილიდან Wizz AIR-ი რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

რეისები ქუთაისის აეროპორტიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით, თავდაპირველად, კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაძლოა, რეისების სიხშირე გაიზარდოს. სააგენტო ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებებს დაემატება რეგულარული ფრენები რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით, ხოლო, ივნისიდან ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით. ,,გვახარებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღეში ქუთაისის გაფართოებულ აეროპორტში რეგულარულ ფრენებს Wizz Air განაახლებს. ცოტა ხნის წინ დაგვიდასტურა ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა ავიაკომპანიამ მზადყოფნა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განახლების შესახებ. ჩვენის მხრივ, მგზავრებს ვპირდებით, რომ დახვდებათ ოთხჯერ უფრო გაფართოებული აეროპორტი, ახალი სერვისებითა და სიახლეებით, რომელიც ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება,-‘’ განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. საჰაერო გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ლიეტუვის სახელმწიფოში შესვლისას, იმ პირობების გარდა, რასაც ქვეყნის მთავრობა ითხოვს, გამგზავრებამდე აუცილებლად შევსებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური PLF ფორმა ვებგვერდზე https://keleiviams.nvsc.lt/en/form. პოლონეთის მთავრობა მგზავრებისთვის წინასწარი რეგისტრაციის შესავსებ სპეციალურ ფორმას არ ითხოვს. დეტალური ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშრებით იხილეთ: https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx?lang=en-US  


Latest News
Hashtags:   

აპრილიდან

 | 

რეგულარული

 | 

რეისების

 | 

განახლებას

 | 

იწყებს

 | 

Sources