Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 26 days ago

ექიმები ნავალნის მდგომარეობას უწოდებენ კრიტიკულს

პატიმრობაში მყოფი რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნი ექიმები კრიტიკულად აფასებენ პაციენტის მდგომარეობას მიღებული ანალიზების შედეგად და დაუყოვნებლად მოითხოვენ ნავალნისთან ციხეში შეშვებას. ამის შესახებ ნავალნის პირადმა ექიმებმა, ანასტასია ვასილიევამ და იაროსლავ აშიმხინმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელეს ცნობა. იაროსლავ აშიმხინის თქმთ ნავალნის იმდენად კატასტროფულად მაღალი აქვს კალიუმი, რომ სასწრაფოდ საჭიროებს გემოდიალიზს. „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ბლოკადა, რაც გამოიწვევს გულის გაჩერებას ან მოხდება მძიმე არითმია“, - წერს აშიმხინი. დღესვე მსოფლიოში აღიარებულმა კინოვარსკვლავებმა, მუსიკოსებმა და ლიტერატორებმა, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერლებმა ორჰან ფამუქმა, ჰერტა მიულერმა და სვეტლანა ალექსიევიჩმა, ღია წერილით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს, რათა საპატიმროში მყოფ ალექსეი ნავალნისთან ექიმები შეუშვას. თებერვლის ბოლოდან კრემლის კრიტიკოსი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იმყოფება პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში. საპატიმროში პოლიტიკოსის მდგომარეობა დამძიმდა, მას დაეწყო ძლიერი ტკივილები ზურგსა და ფეხებში. კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოთხოვნით, 31 მარტს ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა. კოლონიის ექიმებმა მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს. მისი პირადი ექიმი, ანასტასია ვასილიევა, და მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკოსი არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. სასჯელაღსრულების ფედერალური უწყება კი აცხადებს, რომ ნავალნის სათანადოდ მკურნალობენ.


Latest News
Hashtags:   

ექიმები

 | 

ნავალნის

 | 

მდგომარეობას

 | 

უწოდებენ

 | 

კრიტიკულს

 | 

Sources