Wednesday 12 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 25 days ago

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობისა და ოპოზიციის კომპრომისს

ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული. ეს არის საქართველოს წინსვლის ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორად დახასიათება იმედგაცრუებას იწვევს“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ცნობაში.   უფრო ადრე 14 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იმედგაცრუება გამოხატა და აღნიშნა, რომ დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის ინტერესებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა არ აყენებენ. 


Latest News
Hashtags:   

სახელმწიფო

 | 

დეპარტამენტი

 | 

ქართველი

 | 

ხალხი

 | 

იმსახურებს

 | 

მთავრობისა

 | 

ოპოზიციის

 | 

კომპრომისს

 | 

Sources