Wednesday 12 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 25 days ago

მსოფლიოში აღიარებულმა 70-ზე მეტმა ადამიანმა მოუწოდა პუტინს შეუშვას ექიმები ალექსეი ნავალნისთან

მსოფლიოში აღიარებულმა კინოვარსკვლავებმა, მუსიკოსებმა და ლიტერატორებმა, მათ რიცხვში ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერლებმა ორხან ფამუქმა, გერტა მიულერმა და სვეტლანა ალიექსიევიჩმა, ღია წერილით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს, რათა საპატიმროში მყოფ ალექსეი ნავალნისთან დაუშვას ექიმები. „მოგიწოდებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, რომ უზრუნველყოთ ალექსეი ნავალნისათვის გადაუდებელი მკურნალობა და მოვლა, რასაც იგი საჭიროებს და რის უფლებაც მას რუსეთის კანონმდებლობით. როგორც პირს, რომელმაც კანონის დაცვის ფიცი გაქვთ დადებული, თქვენ ვალდებული ხართ ეს გააკეთოთ“, - წერია მიმართვაში, რომელსაც 70 -ზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ლიტერატორი, ხელოვანი, მუსიკოსი, მომღერალი და მსახიობი აწერს ხელს.  თებერვლის ბოლომდე კრემლის კრიტიკოსი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი მყოფება პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში. საპატიმროში პოლიტიკოსის მდგომარეობა დამძიმა, მას დაეწყო ძლიერი ტკივილები ზურგში და ფეხებში. კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარების მოთხოვნით, 31 მარტს ნავალნიმ გამოაცხადა შიმშილობა. კოლონიის ექიმებმა მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს. მისი პირადი ექიმი, ანასტასია ვასილიევა, და მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკოსი არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. სასჯელაღსრულების ფედერალური უწყება აცხადებს, რომ ნავალნის სათანადოდ მკურნალობენ.


Latest News
Hashtags:   

მსოფლიოში

 | 

აღიარებულმა

 | 

მეტმა

 | 

ადამიანმა

 | 

მოუწოდა

 | 

პუტინს

 | 

შეუშვას

 | 

ექიმები

 | 

ალექსეი

 | 

ნავალნისთან

 | 

Sources