Wednesday 12 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 26 days ago

ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა გადაიფიქრა მოსკოვში წასვლა Sputnik V-ის ვაქცინაზე მოსალაპარაკებლად

ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა, იან ჰამაჩეკმა, გააუქმა თავისი ვიზიტი მოსკოვში, სადაც გეგმავდა მოლაპარაკების გამართვას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის დიდი პარტიის შეძენის თაობაზე. გამოცემა „ჩესკე ნოვინის“ თანახმად, ჰამჩეკმა ამის მიზეზად დაასახელა ორშაბათს დაგეგმილი მთავრობის სხდომა. „გუშინ მოვილაპარაკეთ პრემიერ-მინისტრთან, რომ აუცილებელია ჩემი მონაწილეობა მთავრობის ორშაბათის სხდომაში“, - დაწერა ტვიტერში ჰამაჩეკმა. მოსკოვში ჰამჩეკი გეგმავდა მოლაპარაკებას დაახლოებით 300 000 დოზა Sputnik V-ის ვაქცინის შეძენაზე მას შემდეგ, რაც პრეპარატს დაამტკიცებს სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტო. მაგრამ ბოლო დღეებში მოსკოვში ჰამაჩეკის წასვლის იდეას დაუპირისპირდა პრემიერ-მინსტრი ანდრეი ბაბიში, რომელიც ფიქრობს რომ ამისთვის ახლა არ არის ხელსაყრელის დრო. ჩეხური მედიის თანახმად, მოსკოვში გამგზავრების გაუქმების მიზეზი შეიძლება იყო ჩეხეთის ოპოზიციური პარტიების განზრახვა, უნდობლობა გამოუცხადონ პრემიერ-მინისტრ ბაბიშის კოალიციური მთავრობას, რომელშიც შედიან ანდრეი ბაბიშის ცენტრისტული მოძრაობა „ანო“ და იან ჰამაჩეკის ლიდერობით მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტია. შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ჩეხეთში გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 12 აპრილს თანამდებობა დატოვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრჟიჩეკმა, რომელიც ხშირად გამოდიოდა გაფრთხილებით რუსეთის და ჩინეთის მხრიდან შექმნილი საფრთხეების შესახებ. მის გათავისუფლებას წინ უძღოდა მისი მარცხი თავისი პარტიის, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების ლიდერის თანამდებობის დაკავების პროცესში. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დროებით იკავებს შინაგან საქმეთა მინისტრი და სოციალისტური პარტიის ლიდერი, იან ჰამაჩეკი, რომელიც კვირის დასაწყისში გამოვიდა გამოვიდა წინადადებით, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტს პრაღამ უმასპინძლოს.


Latest News
Hashtags:   

ჩეხეთის

 | 

პრემიერმა

 | 

გადაიფიქრა

 | 

მოსკოვში

 | 

წასვლა

 | 

Sputnik

 | 

ვაქცინაზე

 | 

მოსალაპარაკებლად

 | 

Sources