Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 25 days ago

ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევიდან მოუწოდეს რუსეთს დეესკალაციისკენ

ბალტიიპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სოლიდარობის გამოსაცხადებლად უკრაინაში ჩავიდნენ და იქიდან მოუწოდეს მოსკოვს, რომ შეწყვიტოს მადესტაბილიზებელი ქმედება და დამატებითი სამხედრო ძალების გადასაროლა უკრაინის საზღვრის მახლობლად და ანექსირებულ ყირიმში. „უკრაინა მორალურად და ლეგალურად მართალია, რასაც ჩვენ ხაზგასმით გავიმეორებთ საერთაშორისო ორგანიზაციებში. დღესდღეობით, არსებობს ერთადერთი მხარე, რომელმაც უნდა მოახდინოს ვითარების დეესკალაცია - ეს არის რუსეთის ფედერაცია“, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩუსმა თავის ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად 15 აპრილს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინა არასდროს იქნება მარტო“, - დასძინა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. მანამდე ნატომ და აშშ-მა შეშფოთება გამოხატეს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის ზრდაზე და რუსეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდეს. რუსეთმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა ორი არმია და სადესანტო ძალების სამი შენაერთი, რომლებიც ამჟამად სწავლებაში მონაწილეობენ. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ქალაქ სევერომორსკში 13 აპრილს გამართულ თათბირზე შოიგუმ თქვა, რომ ჯარი გაიგზავნა სასწავლო-საბრძოლო ამოცანების შესრულების რაიონებში და ეს არის პასუხი ნატოსგან მომდინარე საფრთხეებზე. შოიგუს განცხადებით, რუსეთმა შესაბამის ზომებს მიმართა, რადგან რეაგირებს ალიანსის მხრიდან საფრთხის შემცველ სამხედრო ქმედებებზე.  უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.


Latest News
Hashtags:   

ბალტიისპირეთის

 | 

ქვეყნების

 | 

საგარეო

 | 

საქმეთა

 | 

მინისტრებმა

 | 

კიევიდან

 | 

მოუწოდეს

 | 

რუსეთს

 | 

დეესკალაციისკენ

 | 

Sources