Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 25 days ago

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. მან საუბრისას  ასევე გაუსვა ხაზი  უკრაინის მიერ პროვოკაციების მიმართ გამძლეობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ საჭიროა საერთო უსაფრთხოების ერთადერთი მიმართულებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მოძრაობა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში ხაზგასმით აღნიშნეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ნატო-სა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ გამოიყენებენ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს.


Latest News
Hashtags:   

საქართველოსა

 | 

უკრაინის

 | 

პრეზიდენტებმა

 | 

ტელეფონით

 | 

ისაუბრეს

 | 

Sources