Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 25 days ago

მირზა ნოზაძე ძმებ წულუკიძეებზე:  ჩათესილმა პროვოკაციულმა ჯგუფებმა მოახერხეს მათი გაღიზიანება 

მირზა ნოზაძე, ნამახვანჰესის პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბათუმში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით ბრალდებული პირების დაკავებას ეხმაურება, რომლებიც შსს-ს ინფორმაციით 12 აპრილს, გუმათჰესთან, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობის გამო დააკავეს და ამბობს, რომ მათი გუმათში ყოფნის შესახებ ინფორმირებული იყო და მისი აქციის ორგანიზატორები თვალყურს ადევნებდნენ აჭარიდან იმერეთში ჩამოსულებს, თუმცა პირადად მათ არ იცნობს. ბათუმში დაკავებულ 6 პირს შორის არიან  მოჭიდავეები, ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები, ასევე ძმები ირაკლი და გელა ჭელიძეები.  გამოგვიცხადეს სოლიდარობა, გვითხრეს რომ აქ არიან მხოლოდ იმიტომ, რომ გამოხატონ სოლიდარობა ჩვენს მიმართ და ჩვენი მოწოდებების აბსოლუტურ შესრულებას დაექვემდებარებოდნენ. რადგან ისინი [აჭარიდან ჩამოსული მხარდამჭერები] იყვნენ რიცხობრივად საკმაოდ ბევრი, ჩვენი აქციის წარმომადგენლები დავუყენეთ გვერდით როგორც მხარდამჭერები, რომ მათთან ერთად ჩაეხედათ პროცესები. სამწუხაროდ, როცა ჩვენ მათ დავემშვიდობეთ, ისე რომ მათი გვარებიც არ ვიცოდით და არც განწყობები, რომელზეც მედიისგან ვიგებთ, მაინც მოახერხეს პროვოკაციულმა ჯგუფებმა მათი გაღიზიანება და ვნახეთ არასასიამოვნო კადრები, სადაც ჩვენი მონაწილეები მხოლოდ ემსახურებოდნენ მათ გაშველებას/  პოლიცია იყო პასიური იყო და ცდილობდა პროცესების ესკალაციას. უნდოდათ მომხდარიყო ის, რაც ვიღაცის ინტერესებში შედიოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვნენ გაშველების პროცესში -  ეს იყო სამარცხვინო - ამბობს მირზა ნოზაძე და მედიას თხოვს, არ გადაიტანოს საკითხები არასწორ ფორმატში.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 აპრილს გუმათში, ენკას ბაზასთან ძალადობის ფაქტზე, რომლის დროსაც მათი თქმით სამმა ადამიანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, 6 პირის ბათუმში დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს დაადასტურა.  ძმები წულუკიძეები იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში მეჩეთის თემაზე არსებული დაძაბულობის დროს გამართული აქციების მონაწილეებიც - ისინი მაშინ სოლიდარობას მუსლიმ თემს უცხადებდნენ. ფირუზ წულუკიძე 2020 წლის ზაფხულში მედიასთან საუბრობდა იმაზეც, რომ ხელისუფლება მას ზონდერჯგუფების შექმნას თხოვდა, რაზეც უარი თქვა და ამის შემდეგ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა.   


Latest News
Hashtags:   

მირზა

 | 

ნოზაძე

 | 

წულუკიძეებზე

 | 

ჩათესილმა

 | 

პროვოკაციულმა

 | 

ჯგუფებმა

 | 

მოახერხეს

 | 

გაღიზიანება 

 | 

Sources