Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 25 days ago

საქართველოს ეწვია სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი

თბილისს ორდღიანი  ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე. არმენ სარქისიანისა და მისი მეუღლის ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.


Latest News
Hashtags:   

საქართველოს

 | 

ეწვია

 | 

სომხეთის

 | 

პრეზიდენტი

 | 

არმენ

 | 

სარქისიანი

 | 

Sources