Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
info9 - 25 days ago

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, იაპონიაში ოლიმპიადის გაუქმებას არ გამორიცხავენ

იაპონიის მმართველი „ლიბერალ დემოკრატიული პარტიის“ გენერალური მდივანი, ტოშიჰირო ნიკაი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმებას არ გამორიცხავს, თუკი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება.

„სიტუაცია თითოეულ ეტაპზე უნდა გავაანალიზოთ. თუ რაღაც მომენტში ეს შეუძლებლად მიგვაჩნია, უბრალოდ მკაფიო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა ტოშიჰირო ნიკაიმ.

ჟურნალისტების კითხვას, განიხილება თუ არა ოლიმპიური თამაშების გაუქმება, იაპონიის მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა უპასუხა:

რა თქმა უნდა. თუკი ოლიმპიადის ჩატარება შეუძლებელი იქნება, ის უნდა გაუქმდეს.

მისი თქმით, ოლიმპიადის მასპინძლობა იაპონიისთვის დიდი შანსია და მისი წარმატებულად ჩატარებისთვის ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.


Latest News
Hashtags:   

ეპიდემიოლოგიური

 | 

ვითარების

 | 

გაუარესების

 | 

შემთხვევაში

 | 

იაპონიაში

 | 

ოლიმპიადის

 | 

გაუქმებას

 | 

გამორიცხავენ

 | 

Sources