Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 25 days ago

ვენაში განახლდება მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის შეახებ სავარაუდო დივერსიული თავდასხმის ჩრდილში

15 აპრილს ვენაში განახლდება მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო გაზრდილი დაძაბულობის ფონზეც, რაც მოჰყვა ირანის ბირთვულ ობიექტზე სავარაუდო დივერსიული თავდასხმის შემდეგ თეირანის განცხადებას, რომ ურანის გამდიდრების ზრდას აპირებს.   ირანმა და მასთან ერთად 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მონაწილე ქვეყნებმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა,  ჩინეთმა და რუსეთმა გასულ კვირაში დაიწყეს „კონტრუქციული“ მოლაპარაკება, რომლის მიზანია, აშშ-ის  ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება და ირანის მიერ შეთანხმების პირობების კვლავ დაცვა.    ირანმა 13 აპრილს გამოაცხადა, რომ აპირებს ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრებას, რაც ბევრად აღემატება ადრინდელ დონეს. განაცხადებამ ჩრდილი მიაყენა მოლაპარაკებას, რომელზეც ევროპის ქვეყნები თავისებურ შუამავლებს წარმომადგენენ თეირანსა და ვაშინგტონს შორის.   ირანი აცხადებს, რომ ეს არის რეაქცია ნათანზის ატომურ ობიექტზე თავდასხმის მიმართ, რაშიც თეირანი  თავის მოსისხლე მტერს, ისრაელს ადანაშაულებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ირანის „პროვოკაციული“, განცხადებები გამდიდრების შესახებ „ეჭვქვეშ აყენებს ბირთვული მოლაპარაკების მიმართ მის სერიოზულ დამოკიდებულებას“. ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა „სერიოზული შეშფოთება გამოხატეს თეირანის „სახიფათო  განცხადების გამო. განცხადება „ეწინააღმდეგება 2015 წლის შეთანხმების აღდგენის კონსტრუქციულ სულისკვეთებას და ძალისხმევის კეთილსინდისიერებას“.   2015 წლის ბირთვული შეთანხმება აშშ-მა 2018 წელს ცალმხრივად დატოვა და სანქციები დაუწესა ირანს. შეთანხმებით, ირანმა ურანის 3,67 პროცენტიანი გამდიდრება იკისრა. აშშ-ის ნაბიჯის საპასუხოდ ირანმა ეტაპობრივად დაიწყო ურანის გამდიდრების ზრდა და ახლახან, მას მერე რაც განცხადა, რომ შეთანხმების შესრულება ვერ ხერხდება, ურანის გამდიდრების  20 პროცენტს მიაღწია. თუმცა გამოცხადებული 60 პროცენტი ირანის ბირთვული პროგრამის უმაღლესი მაჩვენებელია,  ბირთული იარაღის წარმოებისთვის 90 პროცენტამდე გამდიდრებული ურანია საჭირო. თეირანმა არაერთხელ უარყო, რომ არ ესწრაფვის ბირთვული იარაღის შექმნას, და რომ მისი ბირთვული პროგრამამ მხოლოდ სამოქალაქო მიზნებ ემსახურება.


Latest News
Hashtags:   

ვენაში

 | 

განახლდება

 | 

მოლაპარაკება

 | 

ირანის

 | 

ბირთვული

 | 

პროგრამის

 | 

შეახებ

 | 

სავარაუდო

 | 

დივერსიული

 | 

თავდასხმის

 | 

ჩრდილში

 | 

Sources