Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 25 days ago

კახა კალაძე: დამატებითი კვლევები ჩავიტარე და ყველანაირად კარგად ვარ

თბილისის მერი კახა კალაძე აღნიშნავს, რომ თავს კარგად გრძნობს და სრულფასოვან საქმიანობას ორშაბათიდან დაუბრუნდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში იგი აღნიშნავს, რომ დამატებითმა კვლევებმა კარგი შედეგები  აჩვენა: „დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არაფერი არ არის, ყველანაირად კარგად ვარ და ორშაბათიდან უკვე სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ჭირდება დედაქალაქს და რომელიც საჭიროა ჩვენი ქალაქისთვის“, - აღნიშნავს თბილისის მერი. თბილისის მერმა, კახა კალაძემ 26 მარტს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საჯაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ჩანდა. მკურნალობის კურსს იგი ბოხუას სახელობის კლინიკაში გადიოდა, რომელიც  4 აპრილს დატოვა. პირველადი დიაგნოზით, თბილისის მერს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი ჰქონდა, თუმცა, დიაგნოზი არ დაუდასტურდა. დამატებითი კვლევების შემდეგ გაირკვა, რომ მას აქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. 10 აპრილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად იგი უცხოეთში გაემგზავრა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძე საქართველოში ჯერ არ დაბრუნებულა.


Latest News
Hashtags:   

კალაძე

 | 

დამატებითი

 | 

კვლევები

 | 

ჩავიტარე

 | 

ყველანაირად

 | 

კარგად

 | 

Sources