Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 25 days ago

ბაიდენმა და მერკელმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების ზრდის თემა განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ჯარების შემცირება უკრაინის საზღვრებთან განმუხტავს რეგიონში დაძაბულობას, აცხადებს მერკელის ოფისი. გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა, განაცხადა, რომ მერკელი და ბაიდენი „გადაჭრით მოითხოვენ რუსეთისგან ვითარების განსამუხტად ჯარების გაყვანას“, რის თაობაზეც ლიდერები მათი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ 14 აპრილს. ბოლო ხანს გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალებიდან ჩანს, რომ რუსეთმა დიდი რაოდენობის ჯარები განათავსა უკრაინის საზღვრებთან და ყირიმში, რაც იწვევს შეშფოთებას, რომ რუსეთი უკრაინაში ჯარის გაგზავნას ამზადებს. ბაიდენის და მარკელის საუბარი შედგა მას მერე, რაც ნატოს თავდაცვის მინისტრებმა გამართეს ვიდეო-კონფერენცია და განიხილეს რუსეთის ჯარების ზრდის თემა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რუსეთის ქმედების თაობაზე თქვა, რომ ეს არის 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის ჯარების ყველაზე მსხვილი კონცენტრაცია რეგიონში. სტოლტენბერგის თქმით, ნატოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, „შეწყვიტოს აგრესიული პროვოკაციები“. ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ „აშშ-ის ადმინისტრაცია მზადაა დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავდაცვის უზრუნველყოფა“. მისი თქმით, ამერიკა უკრაინას მიაწვდის არალეტალურ დახმარებას, მაგრამ ასევე გარკვეული სახეობების შეიარაღებას.


Latest News
Hashtags:   

ბაიდენმა

 | 

მერკელმა

 | 

უკრაინის

 | 

საზღვრებთან

 | 

რუსეთის

 | 

ჯარების

 | 

ზრდის

 | 

განიხილეს

 | 

Sources