Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 28 days ago

აშშ რუსეთის მოხელეებს და ორგანიზაციებს სანქციებს დაუწესებს

გავრცელდა ცნობა, რომ აშშ გეგმავს რუსეთის რამდენიმე ორგანიზაციის და მოხელისთვის სანქციების დაწესების თაობაზე უკვე 15 აპრილს გამოაცხადოს.    მოსალოდნელია, რომ რუსეთის 30-მდე ორგანიზაციას დაუწესებენ სანქციებს შარშან აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის, ან აშშ-ის მთავრობის და კორპორატიულ საკომპიუტერო ქსელების გატეხვისთვის, იტყობინებიან Reuters-ი და Bloomberg-ი დაუდგენელ წყაროებზე დაყრდნობით. სანქციები სამიზნეა ასევე ათამდე მოხელე, მათ შორის უშიშროების სამსახურების თანამშრომლები. ამავე ცნობით, სანქციების ნაწილი გულისხმობს რუსეთის ათი ოფიციალური პირის და დიპლომატის ქვეყნიდან გასახლებას. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე კვირაა მიანიშნებს, რომ ამზადებს სერიოზულ საპასუხო ქმედებას კიბერუსაფრთხოების დარღვევის გამო, რაც კომპანია SolarWinds-ის პროგრამული უზრუნველყოფას შეეხო. ამერიკის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები და ტექნოლოგიური ფირმები აცხადებენ, რომ დეკემბერში დადგენილი კიბერთავდასხმა რუსი ჰაკერების საქმე იყო. რუსეთი უარყოფს თავის მონაწილეობას ამ საქმეში. სანქციები დაწესდება ასევე, როგორც პასუხი  2020 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევაზე.    აშშ-ის სადაზვერვო უწყებების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და რუსეთის მთავრობა იდგნენ არჩევნებზე გავლენის მოხდენის ძალისხმევის უკან. რუსეთმა არაერთხელ უარყო აშშ-ის არჩევნებზე ზეგავლენის მცდელობის ბრალდება.


Latest News
Hashtags:   

რუსეთის

 | 

მოხელეებს

 | 

ორგანიზაციებს

 | 

სანქციებს

 | 

დაუწესებს

 | 

Sources