Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 29 days ago

ზურაბიშვილი ეხმაურება ცნობას ავღანეთში NATO-ს მისიის სექტემბრამდე დასრულების შესახებ

სექტემბრამდე NATO ავღანეთში ეტაპობრივად დაასრულებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას. ქართული ქვედანაყოფები ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიას NATO-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ეტაპობრივად დატოვებენ.  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საამაყოა ის პროფესიონალიზმი და თავდადება, რითაც ქართველმა სამხედროებმა თავი დაამახსოვრეს სტრატეგიულ პარტნიორებს. როგორც თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი აღნიშნავს, ქართული ჯარის პროფესიონალიზმი ყოველთვის იმსახურებდა, როგორც NATO-ს, ისე პარტნიორი ქვეყნების მაღალ შეფასებას.  პრეზიდენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის დაწყების დღიდან ქართულმა ჯარმა საგულისხმო წვლილი შეიტანა ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ურთულეს პროცესში.    ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია,  მომავალში ავღანეთში ხანგრძლივად შენარჩუნდეს უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო, რომლის ჩამოყალიბებაშიც საქართველო NATO-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იღვწოდა.  „მადლობას ვუხდი ყველა სამხედროს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა მშვიდობისათვის ბრძოლას და ღირსეულად ატარა ქართული დროშა , - აცხადებს პრეზიდენტი. ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული. წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ათასობით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა.


Latest News
Hashtags:   

ზურაბიშვილი

 | 

ეხმაურება

 | 

ცნობას

 | 

ავღანეთში

 | 

ს მისიის

 | 

სექტემბრამდე

 | 

დასრულების

 | 

შესახებ

 | 

Sources