Saturday 15 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 30 days ago

ირაკლი კიკნაველიძემ დატოვა „ევროპული საქართველო -ს რიგები

პარტია „ევროპული საქართველო -დან წავიდა ირაკლი კიკნაველიძე. „დრო მოვიდა ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე. დიდი ხანია, ამ სიახლეზე, ჩემს ცხოვრებაში მის საჭიროებაზე ვფიქრობ. ვხედავ და მჯერა, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა, შედარებით ტრადიციულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, სულაც არაა ამ ქვეყანაში იმგვარი ცვლილებებისა და სიახლის მოტანის ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა, რომელსაც მინდა, რომ მივაღწიო. დღეს ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს ვებრძვით. რეჟიმს, რომელსაც საღი აზრი რახანია დაკარგული აქვს და მზადაა, საშიში პროვოკაციების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ ბრძოლაში ასიათასობით ადამიანია ჩართული, წინა ხაზზე კი პოლიტიკოსებთან ერთად ბევრი სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მოტივირებული ადამიანი დგას. სწორედ ამ ბრძოლაში ვაპირებ ბოლომდე მონაწილეობას , - წერს „ფეისბუკზე კიკნაველიძე.  ის წარმატებას უსურვებს „ევროპულ საქართველო -ს. „ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის , - დაამატა ირაკლი კიკნაველიძემ.  10 აპრილს ყრილობის წინ პარტია დატოვეს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.


Latest News
Hashtags:   

ირაკლი

 | 

კიკნაველიძემ

 | 

დატოვა

 | 

„ევროპული

 | 

საქართველო

 | 

რიგები

 | 

Sources