Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 29 days ago

აშშ-ში სწავლობენ, რამდენად უვნებელია Johnson Johnson-ის ვაქცინა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) 14 აპრილს მოიწვევს იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის (ACIP) სხდომას და განიხილავს Johnson Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენების საკითხს. ACIP-ი განიხილავს ექვს შემთხვევას, როცა 18-დან 48 წლის ასაკის ქალებს თრომბოზი განუვითარდათ ვაქცინის გაკეთების შემდეგ 6-დან 13-მდე დღის პერიოდში. უწყება ამ ინციდენტების სერიოზულობას შეაფასებს. ერთ-ერთი ქალი გარდაიცვალა, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, განაცხადა FDA-მ. რეგულატორები იმედოვნებენ, რომ ვითარებას რამდენიმე დღეში გაარკვევენ. 13 აპრილს CDC-მ და სასურსათო პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული მეთვალყურეობის უწყებამ (FDA) ამერიკის შტატებს ურჩიეს, შეაჩერონ კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ Johnson Johnson-ის ვაქცინის გამოყენება. ამ ვაქცინით აცრის შეჩერება მნიშვნელოვანი შეფერხებაა გლობალური ვაქცინაციისთვის, ვინაიდან, კონკურენტი ვაქცინებისგან განსხვავებით, სხეულში მისი შეყვანა მხოლოდ ერთხელ და არა ორჯერაა საჭირო.


Latest News
Hashtags:   

სწავლობენ

 | 

რამდენად

 | 

უვნებელია

 | 

Johnson

 | 

Johnson

 | 

ვაქცინა

 | 

Sources