Saturday 15 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 30 days ago

რუსთაველის თეატრი იმ სპექტაკლს ხსნის, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობს

რუსთაველის ეროვნული თეატრი ფეისბუქში აქვეყნებს განცხადებას, სადაც წერს, რომ გმობს ძალადობას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს „იულიუს კეისარი“. „ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო  საიტზე  www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. სპექტაკლში ერთ-ერთ როლს თამაშობს მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. 33 წლის ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ ის, 11 წლის წინ, წელიწადნახევრის განმავლობაში, სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი თქმით, ქმარი სცემდა მაშინაც, როდესაც ის ორსულად იყო. ბესო ზანგური ოჯახში ძალადობის ფაქტებს უარყოფს და ამბობს, რომ ნინუცა მაყაშვილი ცრუობს.


Latest News
Hashtags:   

რუსთაველის

 | 

თეატრი

 | 

სპექტაკლს

 | 

ხსნის

 | 

რომელშიც

 | 

ზანგური

 | 

თამაშობს

 | 

Sources