Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 29 days ago

ნამახვანჰესის პროექტზე დიალოგის საკითხზე 2 სამინისტრო საპატრიარქოს განცხადებას მიესალმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივი განცხადებით მიესალმებიან საპატრიარქოს განცხადებას ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე. „დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ცივილიზებულ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სადავო საკითხების მოგვარება. იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც სამინისტროები კიდევ ერთხელ მიმართავენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ყველა სადავო საკითხი დიალოგის რეჟიმში იქნას განხილული. განცხადების თანახმად, მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია და  საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც, განცხადების მიხედვით, ადგილს არ ტოვებს დიალოგისა და პოზიციების დაახლოვებისთვის. „აქციის ორგანიზატორების ბრალდების პასუხად ვიტყვით, რომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია დიალოგის პროცესი და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სამეცნიერო და ექსპერტული ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლის კუთხით. ვფიქრობთ, ამ ფორმატით ურთიერთობამ უფრო გამჭვირვალე გახადა ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების პროცესი. იმედი გვაქვს, რომ კვლევების შესწავლის შემდეგ პროფესიულ საზოგადოებაში აღარ იქნება შეკითხვები „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული პროცესი პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია  ორი სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში. საპატრიარქო 14 აპრილს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და  გაავრცელა განცხადება, რომელშიც  წერს, რომ შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, რომელშიც დაინტერესებულ მხარეებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენის საშუალება მიეცემათ.  დღეს 16 საათიდან ნამახვანჰესის საპროტესტო აქციამ გუმათიდან ქუთაისში გადაინაცვლა.  აქციაზე გამოსვლისას პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა შეკრებილებს მოუწოდა, დღეს ქუთაისში დარჩნენ ღამის გასათევად და აქციამ შეინარჩუნოს მშვიდობიანი ხასიათი.    


Latest News
Hashtags:   

ნამახვანჰესის

 | 

პროექტზე

 | 

დიალოგის

 | 

საკითხზე

 | 

სამინისტრო

 | 

საპატრიარქოს

 | 

განცხადებას

 | 

მიესალმება

 | 

Sources