Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 26 days ago

შსს იუწყება გიორგი მუმლაძის დაკავების შესახებ - მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება მოძრაობა „საქართველოსთვის აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავების შესახებ. როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, დღეს, 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე გიორგი მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.


Latest News
Hashtags:   

იუწყება

 | 

გიორგი

 | 

მუმლაძის

 | 

დაკავების

 | 

შესახებ

 | 

წლამდე

 | 

პატიმრობა

 | 

ემუქრება

 | 

Sources