Saturday 15 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

ჩეხეთი გამოვიდა წინადადებით, ბაიდენისა და პუტინის სამიტს პრაღამ უმასპინძლოს

ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი იან ჰამაჩეკი, რომელიც დროებით ითავსებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობასაც, გამოვიდა წინადადებით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტს პრაღამ უმასპინძლოს. ბაიდენი სამიტის მესამე ქვეყანაში გამართვის ინიციატივით სამშაბათს გამოვიდა პუტინთან სატელეფონო საუბარში. სამიტის მასპინძლობის სურვილი გამოხატა ჩინეთმაც. ჰამაჩეკის თქმით, მან ვაშინგტონსა და მოსკოვში ჩეხეთის ელჩებს გასცა განკარგულება, მხარეებს პრაღა შესთავაზონ ორი ქვეყნის ლიდერების სავარუდო შეხვედრისთვის. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ნაჩქარევი უწოდა აშშ-რუსეთის შესაძლო სამიტის თარიღზე, ადგილსა და დღის წესრიგზე მსჯელობას. 13 აპრილს გამართულ სატელეფონოო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, ზომები მიიღოს უკრაინასთან დაძაბულობის განსამუხტად და გამოვიდა წინადადებით, ორ ლიდერს შორის სამიტი გაიმართოს მესამე ქვეყანაში. აშშ-ის პრეზიდენტმა გამოხატა „ჩვენი შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების სწრაფი კონცენტრაციის შესახებ ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან და რუსეთს მოუწოდა, მოახდინოს ვითარების დეესკალაცია,“ ნათქვამია თეთრი სახლის 13 აპრილის განცხადებაში. 2010 წლის 8 აპრილს პრაღამ უმასპინძლა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ბარაკ ობამასა და დმიტრი მედვედევის შეხვედრას, რაც საერთაშორისო მნიშვნელობის უკანასკნელი დიდი პოლიტიკური მოვლენა იყო ჩეხეთში. ობამამ და მედვედევმა მაშინ ხელი მოაწერეს ბირთვული არსენალების შემცირების შესახებ ახალ ხელშეკრულებას. 


Latest News
Hashtags:   

ჩეხეთი

 | 

გამოვიდა

 | 

წინადადებით

 | 

ბაიდენისა

 | 

პუტინის

 | 

სამიტს

 | 

პრაღამ

 | 

უმასპინძლოს

 | 

Sources