Saturday 15 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

ვლადიმირ პუტინის თქმით, მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე კომპონენტი გაიკეთა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 14 აპრილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე კომპონენტი გაუკეთეს. „იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, თქვა პუტინმა ვიდეოთათბირზე. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ პანდემია უკან დაიხევს, მათ შორის ვაქცინაციის წყალობით, რომელიც რუსეთში „აქტიურად ტარდება“. იმის თაობაზე, რომ პუტინი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კომპონენტით აიცრა, 23 მარტს გახდა ცნობილი. მას აცრა საჯაროდ არ გაუკეთებია. კრემლში არ აზუსტებენ, რომელ ვაქცინაზე შეაჩერა არჩევანი რუსეთის პრეზიდენტმა. პირველი აცრისას პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი შეგნებულად არ მიუთითებს ვაქცინას და აღნიშნა, რომ „სამივე რუსული ვაქცინა აბსოლუტურად სანდო და ეფექტიანია“.


Latest News
Hashtags:   

ვლადიმირ

 | 

პუტინის

 | 

თქმით

 | 

კორონავირუსის

 | 

საწინააღმდეგო

 | 

ვაქცინის

 | 

მეორე

 | 

კომპონენტი

 | 

გაიკეთა

 | 

Sources