Saturday 15 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც შინგან საქმეთა სამინისტროსში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, ნინუცა მაყაშვილის გამოკითხვის შემდეგ გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება ოჯახში ძალადობის საქმეზე. ნინუცა მაყაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და მისი თვითმიზანი არ ყოფილა ყოფილი ქმრის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. 12 აპრილს, გადაცემა „ფარულ კონვერტში“, 33 წლის მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გაიხსნება 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც მისი თქმით, ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. მსახიობი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი მას მაშინაც სცემდა, როდესაც ის ორსულად იყო. ბესო ზანგური ოჯახში ძალადობის ფაქტებს უარყოფს და ამბობს, რომ ნინუცა მაყაშვილი ცრუობს.


Latest News
Hashtags:   

მსახიობი

 | 

ნინუცა

 | 

მაყაშვილი

 | 

გამოკითხვაზე

 | 

დაიბარეს

 | 

Sources