Saturday 15 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

აშშ ნატოელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ავღანეთიდან ჯარების გაყვანას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დროა აშშ-მა და ნატოელმა მოკავშირეებმა ჯარები გაიყვანონ ავღანეთიდან. ეს განცხადება მან გააკეთა მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს, განცხადება გააკეთოს ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის თაობაზე 11 სექტემბრისთვის, აშშ-ის ტერიტორიაზე „ალ-ყაიდის“ მიერ განხორციელებული ტერაქტების მე-20 წლისთავისთვის. ვაშინგტონი ნატოსთან ითანამშრომლებს ჯარების „კოორდინირებულ“ გაყვანაზე, განაცხადა ბლინკენმა 14 აპრილს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციამდე.   ავღანეთში აშშ-ის ჯარების გარდა განლაგებულია ძირითადად ნატოს წევრი ქვეყნების, მაგრამ ასევე ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და საქართველოს ჯარები. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ავღანეთში მხოლოდ 2500-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, მოკავშირეები ჯერაც დამოკიდებული არიან აშშ-ის სამხედრო ავიაციაზე, დაგეგმვასა და მეთაურობაზე.


Latest News
Hashtags:   

ნატოელ

 | 

მოკავშირეებთან

 | 

ერთად

 | 

განიხილავს

 | 

ავღანეთიდან

 | 

ჯარების

 | 

გაყვანას

 | 

Sources