Saturday 15 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

კანადამ დაბლოკა სამხედრო ექსპორტი თურქეთში, დრონების აზერბაიჯანისთვის გადაცემის გამო

კანადამ დაბლოკა სამხედრო ექსპორტის ნაწილი ნატოელ მოკავშირე თურქეთში, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადასტურა, რომ კანადური საფრენი აპარატების ტექნოლოგიები აზერბაიჯანის მიერ იყო გამოყენებული შარშან, მთიანი ყარაბაღის გარშემო მომხდარ შეტაკებებში სომხეთთან.  კანადამ ოქტომბერში შეაჩერა თურქეთში სამხედრო ექსპორტის ნებართვა, იმ გამოძიების შედეგამდე, რომელიც აანალიზებდა ცნობებს კანადური ტექნოლოგიების არამართებულ გამოყენებაზე, როცა თურქეთის არმიამ აზერბაიჯანს მხარდაჭერის მიზნით შეიარაღებული დრონები გადასცა.  გამოძიების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც აღმოჩენილ იქნა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ თურქეთში ექსპორტირებული კანადური ტექნოლოგია მთიან ყარაბაღში გამოიყენეს, დღეს ვაცხადებ იმ ნებართვების გაუქმებას, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე შეჩერდა - თქვა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარკ გარნომ 12 აპრილს და დასძინა: ეს არ იყო შესაბამისობაში კანადის საგარეო პოლიტიკასთან და არც თურქეთის მიერ მოწოდებულ, გამოყენების შესახებ პირობებთან .  ექსპორტის აკრძალვა ეხება სამხედრო საქონლის და ტექნოლოგიების 29 ნებართვას, მათ შორის კამერების ნაწილებს, რომლებსაც თურქეთის დრონებში იყენებენ. კანადურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის Bayraktar TB2 შეიარაღებული დრონები მოიცავდა გამოსახულებების და მიზანში ამოღების სისტემებს, რომლებიც წარმოებული იყო კანადური კომპანიის, L3Harris Wescam-ის მიერ. კანადური კამერების სისტემები თურქეთის დრონებში გამოიყენება, მაგრამ კანადური სენსორების ექსპორტის ნებართვა აზერბაიჯანისთვის არ იყო გაცემული. 


Latest News
Hashtags:   

კანადამ

 | 

დაბლოკა

 | 

სამხედრო

 | 

ექსპორტი

 | 

თურქეთში

 | 

დრონების

 | 

აზერბაიჯანისთვის

 | 

გადაცემის

 | 

Sources