Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 30 days ago

ქართული ოცნების ოფისთან 5 აქტივისტი დააკავეს

ქართული ოცნების ოფისთან, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის დაწესებული 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით აქცია იმართებოდა, პოლიციამ 5 აქტივისტი დააკავა.  სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აქტივისტები პოლიციის მანქანებში ძალის გამოყენებით ჩასვეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების ვინაობას არ ასაჯაროებს, არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან გიორგი მუმლაძე, კახა კვეკვესკირი  და ნიკა ნარსია.  როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აქტივისტები აქციებს გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5 დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით მას შემდეგ აორგანიზებენ სხვადასხვა ადგილას, რაც 4 ადამიანი, რომელიც შემოვლითი გზით ცდილობდა გალიდან ზუგდიდში მოხვედრას, ადიდებულმა მდინარემ წაიღო. 


Latest News
Hashtags:   

ქართული

 | 

ოცნების

 | 

ოფისთან

 | 

აქტივისტი

 | 

დააკავეს

 | 

Sources