Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 30 days ago

ირანი იმუქრება ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრებით, ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის შემდეგ

ირანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ურანის გამდიდრებას 60 პროცენტამდე დაიწყებს, ორ დღეში მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, მის მთავარ, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე საბოტაჟი განხორციელდა - რაშიც ირანი ისრაელს ადანაშაულებს.  მუქარას რამდენიმე საათით უსწრებდა წინ ირანის მაღალჩინოსანი დიპლომატის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ ნათანზზე თავდასხმა ძალიან ცუდი თამაშია , რომელიც გააძლიერებს ირანის პოზიციებს 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის მიზნით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გამართულ მოლაპარაკებაში.  ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) შეატყობინა თავისი გეგმა 60 პროცენტით გამდიდრების დაწყების შესახებ - იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA 13 აპრილს.  IAEA-ის გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ მოგვიანებით დაადასტურა -  ირანმა სააგენტოს აცნობა, რომ ქვეყანა აპირებს დაიწყოს 60 პროცენტამდე გამდიდრებული UF6-ის წარმოება .  ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინგლისურენოვანი არხი, Press TV აცხადებს, რომ გამდიდრება 14 აპრილიდან დაიწყება.  ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრება იქნება ყველაზე მაღალი ნიშნული ირანის ბირთვული პროგრამისთვის, თუმცა ეს მაინც ნაკლები იქნება სამხედრო მიზნებისთვის საჭირო, 90 პროცენტზე.  ატომური ხელშეკრულების ფარგლებში, ირანმა იკისრა გამდიდრების 3.67-მდე შემოფარგვლა. ბოლო პერიოდში ის ურანს 20 პროცენტამდე ამდიდრებს და აცხადებს, რომ ხელშეკრულების განხორციელება აღარ არის შესაძლებელი.  თეირანის განცხადებას წინ უსწრებდა ირანის ოფიციალური პირების სიტყვები, რომ 11 აპრილის აფეთქებას ნათანზში მოჰყვა ელექტროენერგიის გამორთვა, რამაც დააზიანა ირანის პირველი თაობის ცენტრიფუგები. ირანის წარმომადგენლები შურისძიებაზე ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ ბირთვულ აქტივობებს გააღრმავებენ. 


Latest News
Hashtags:   

ირანი

 | 

იმუქრება

 | 

ურანის

 | 

პროცენტამდე

 | 

გამდიდრებით

 | 

ბირთვულ

 | 

ობიექტზე

 | 

თავდასხმის

 | 

შემდეგ

 | 

Sources