Wednesday 12 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 29 days ago

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის  ოფიციალური ვიზიტის შესახებ. არმენ სარქისიანი თბილისში ხვალ, 15 აპრილს ჩამოვა და მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება.  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.   


Latest News
Hashtags:   

თბილისს

 | 

ოფიციალური

 | 

ვიზიტით

 | 

ეწვევა

 | 

სომხეთის

 | 

რესპუბლიკის

 | 

პრეზიდენტი

 | 

არმენ

 | 

სარქისიანი

 | 

Sources