Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 26 days ago

საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის კიდევ 1085 შემთხვევა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 7 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 35 863 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1085 შემთხვევა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 3.03%; ბოლო 7 დღის - 2.67%; ბოლო 14 დღის - 2.56%. გასული დღე-ღამის განმავლობაში 432-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 1403 ადამიანი. სულ აცრილია 23 493. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 291 214 შემთხვევა. მათგან 278 683 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3901 ადამიანი. 24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა აპრილში: 1 აპრილი - ახალი შემთხვევა 499(ტესტი 28712). გარდაცვლილი 7; 2 აპრილი - ახალი შემთხვევა 529(ტესტი 24646). გარდაცვლილი 13; 3 აპრილი - ახალი შემთხვევა 580(ტესტი 29729). გარდაცვლილი 6; 4 აპრილი - ახალი შემთხვევა 464(ტესტი 15649). გარდაცვლილი 7; 5 აპრილი - ახალი შემთხვევა 228(ტესტი 9211). გარდაცვლილი 11; 6 აპრილი - ახალი შემთხვევა 897(ტესტი 24582). გარდაცვლილი 10; 7 აპრილი - ახალი შემთხვევა 687(ტესტი 27713). გარდაცვლილი 8; 8 აპრილი - ახალი შემთხვევა 761(ტესტი 34201). გარდაცვლილი 9; 9 აპრილი - ახალი შემთხვევა 777(ტესტი 36578). გარდაცვლილი 9; 10 აპრილი - ახალი შემთხვევა 506(ტესტი 25751). გარდაცვლილი 11; 11 აპრილი - ახალი შემთხვევა 707(ტესტი 24823). გარდაცვლილი 8; 12 აპრილი - ახალი შემთხვევა 359(ტესტი 13685). გარდაცვლილი 6; 13 აპრილი - ახალი შემთხვევა 1374(ტესტი 37524). გარდაცვლილი 11; 14 აპრილი - ახალი შემთხვევა 1085(ტესტი 35863). გარდაცვლილი 7.


Latest News
Hashtags:   

საქართველოში

 | 

დადასტურდა

 | 

კორონავირუსის

 | 

კიდევ

 | 

შემთხვევა

 | 

Sources