Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 26 days ago

ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 4.5 მილიონი ადამიანი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ზედიზედ მეშვიდე კვირაა იზრდება დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში აღირიცხა 4.5 მილიონზე მეტი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 11%-ით მეტია. ზედიზედ მეოთხე კვირაა იმატებს ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო ერთ კვირაში COVID-19-ით გარდაიცვალა 76 700-ზე მეტი ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, მატება 7%-ია. პორტალ Worldometers-ის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 138 მილიონს აჭარბებს. მათგან გამოჯანმრთელებულია 111 მილიონზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3 მილიონს უახლოვდება. სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 14 აპრილისთვის მსოფლიოს 152 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების 814 მილიონზე მეტი დოზა.


Latest News
Hashtags:   

კვირაში

 | 

მსოფლიოში

 | 

კორონავირუსით

 | 

დაინფიცირდა

 | 

მილიონი

 | 

ადამიანი

 | 

Sources