Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 26 days ago

დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით ელაპარაკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ​გამაართული სატელეფონო საუბრის შესახებ ილაპარაკა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა.  „აღნიშნული მაღალი დონის კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან, ადასტურებს საქართველო-ამერიკას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის როლს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბარი გაიმართა ბრიუსელიდან, სადაც სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იმყოფება ვიზიტით და მართავს შეხვედრას NATO-ს ხელმძღვანელობასთან, ასევე ევროპელ პარტნიორებთან. ჩვენი ამერიკელი და NATO-ელი პარტნიორები აფასებენ, იმ მნიშვნელოვან წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში , - ამბობს ზალკალიანი. როგორც მინისტრი ამბობს, მათ განიხილეს საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკვანძო საკითხები. „კიდევ ერთხელ აღინიშნა, ამერიკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა NATO-ში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული პროგრესი ითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ალიანსის მხრიდან“, - აცხადებს ზალკალიანი. ზალკალიანის თქმით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინაში შექმნილი ვითარებაც. „ გამოვხატეთ ჩვენი მხრიდან სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიმართ , - აღნიშნა მინისტრმა.


Latest News
Hashtags:   

დავით

 | 

ზალკალიანი

 | 

სახელმწიფო

 | 

მდივანს

 | 

ენტონი

 | 

ბლინკენს

 | 

ტელეფონით

 | 

ელაპარაკა

 | 

Sources