Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 26 days ago

კობა ნაყოფია: „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენ არ შევალთ არანაირ მოლაპარაკებებში

პარტია „ლელო“-ს ოფისში ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ თქვა, რომ 15 მაისს რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქცია გაიმართება. „ვიქნებით ძალიან ბევრნი 15 მაისს, შევიკრიბებით და დავდგებით მანამ, სანამ არ შევცვლით. შევხვდებით უამრავ ადამიანს, მოვახდენთ სრულ მობილიზაციას. „ქართული ოცნება“, რომელსაც  ყოველთვის აინტერესებთ თავები, დაინახავს, რამდენი თავი დგას რუსთაველის გამზირზე. გარდა ამისა, მათ არაფერი აინტერესებთ. დაინახავენ, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი“, - თქვა ნაყოფიამ. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებას ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა ესწრებოდეს. „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენ არ შევალთ არანაირ მოლაპარაკებებში, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია , - თქვა ნაყოფიამ და დაამატა, - გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, გათავისუფლდება პირველ რიგში ნიკა მელია, რომელიც თვითონ უნდა ესწრებოდეს ასეთ მოლაპარაკებას“. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერია კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად აუცილებლობაზე ლაპარაკობს. „იმისთვის რომ აზრი ჰქონდეს მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვას, იმ საკითხებზე, რომლებზეც გაჭედილია პროცესი - მელიას და რურუას ანუ პოლიტიკური დევნის და პოლიტპატიმრების საკითხი და ვადამდელი არჩევნების საკითხი, იქ უნდა იყოს ძვრა. ამ საკითხების გადაწყვეტის გარეშე ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლა ვერ დაიწყება“, - თქვა ბოკერიამ. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ივანიშვილი ვერ ხედავს კონკრეტულ ძალას, რამაც შეიძლება მას ძალაუფლება დაათმობინოს. მანამ ძალას ვერ ხედავს, ის არაფერს არ დათმობს. შესაბამისად, არც მოლაპარაკებებს დიდი აზრი არ აქვს“. ევროკავშირის მედიაციით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას შორის მოლაპარაკება 30 მარტს შეთანხმების გარეშე დასრულდა. როგორც ბრიფინგზე თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მისი წინადადებები ბოლომდე არ მიიღო და კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული.


Latest News
Hashtags:   

ნაყოფია

 | 

„ქართულ

 | 

ოცნებასთან“

 | 

შევალთ

 | 

არანაირ

 | 

მოლაპარაკებებში

 | 

Sources