Wednesday 12 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 29 days ago

აშშ-ის ჯარები ავღანეთს 2021 წლის 11 სექტემბრისთვის დატოვებენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოაცხადებს, რომ 2021 წლის 11 სექტემბრისთვის ავღანეთიდან აშშ-ის მთელს სამხედრო კონტინგენტს გაიყვანს. ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა შეატყობინეს ამერიკის პრესას. ამგვარად, ვაშინგტონი მაისის დასაწყისამდე არ შეასრულებს შარშან ნაკისრ ვალდებულებას ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის თაობაზე. 2021 წლის მაისამდე ჯარების გაყვანის შესახებ შეთანხმება შარშან თალიბებთან მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ადრე ბაიდენმა აღიარა, რომ 1 მაისამდე ჯარების გაყვანა რთული ამოცანა იქნება. აშშ-ისა და ნატოს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თალიბები არ ასრულებენ თავიანთ დაპირებებს ავღანეთში ძალადობის დონის შემცირების თაობაზე. თალიბებს გაეგზავნათ გაფრთხილება, რომ თუკი განაგრძობენ აშშ-ის ჯარებზე თავდასხმებს ავღანეთიდან მათი გასვლისთვის მზადების პერიოდში, „ძალისმიერ პასუხს“ მიიღებენ. ჯარების გაყვანის ახალი ვადა ემთხვევა 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ტყუპ კოშკებსა და ვაშინგტონში პენტაგონის შენობაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების მე-20 წლისთავს. 14 აპრილს ჯო ბაიდენი ოფიციალური განცხადებით გამოვა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანის ახალი თარიღის თაობაზე.


Latest News
Hashtags:   

ჯარები

 | 

ავღანეთს

 | 

სექტემბრისთვის

 | 

დატოვებენ

 | 

Sources