Saturday 15 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

რიონის მცველებმა ჯებირები გაარღვიეს და ცდილობენ ნამახვანისკენ გადაადგილებას

რიონის მცველებმა, რომლებიც თითქმის 200 დღეა უწყვეტი პროტესტით ითხოვენ, შეჩერდეს ხეობაში ჰესის მშენებლობა, პოლიციის აღმართული ჯებირები გაარღვიეს. ისინი ცდილობენ ახლა სოფელ ნამახვანში იმ ადგილამდე მივიდნენ, სადაც უწყვეტ პროტესტს მართავდნენ. მცდელობის მიუხედავად, პოლიციამ მოქალაქეები უკან გამოაბრუნა და ხელახლა აღმართეს რკინის ჯებირები. რამდენიმე ათეული ადამიანი ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად ჯებირთან კიდევ ერთხელ დღეს იმ ჯებირთან შეიკრიბნენ, რომლებიც პოლიციამ აღმართა. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ასეული პოლიციელი. სოფელ ნამოხვანში პოლიციამ კვირას საღამოს რიონის ხეობის დამცველების კარვები დაშალა. პროტესტის მონაწილეებს მათი საპროტესტო ადგილი გადახნული დახვდათ. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება. რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს. „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა. ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია. რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.


Latest News
Hashtags:   

რიონის

 | 

მცველებმა

 | 

ჯებირები

 | 

გაარღვიეს

 | 

ცდილობენ

 | 

ნამახვანისკენ

 | 

გადაადგილებას

 | 

Sources