Wednesday 12 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 30 days ago

მინეაპოლისის გარეუბანში პოლიციის მიერ აფროამერიკელის მოკვლას გამოსვლები მოჰყვა

აშშ-ის მინესოტის შტატში, მინეაპოლისის ჩრდილოეთით, წუხელ არეულობამ იფეთქა პოლიციელების ხელით 20 წლის აფროამერიკელის, დანტე რაიტის სიკვდილის შემდეგ. 11 აპრილს გვიან საღამოს ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა პოლიციის განყოფილებასთან ქალაქ ბრუკლინ-სენტერში, სადაც მოხდა შეიარაღებული ინციდენტი. შეტაკებების დროს პოლიციის თანამშრომლებმა ცრემლსადენი გაზი და გამაყრუებელი ყუმბარები გამოიყენეს. Reuters-ის თანახმად, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს. პოლიციამ განაცხადა, რომ დანტე რაიტი დაკავებისას მოკლა ერთ-ერთმა პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით. გამოძიების თანახმად, აფროამერიკელის მანქანა მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს. საბუთების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ არსებობს მისი დაპატიმრების ორდერი. როცა რაიტის დაკავება სცადეს, ის კვლავ ჩაჯდა თავის მანქანაში და მიმალვა სცადა. ამ დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა გაისროლა. ეჭვმიტანილმა რამდენიმე ქუჩის გავლა მოასწრო და სხვა მანქანას შეეჯახა. იგი ადგილზე გარდაიცვალა მიღებული ტრავმებისგან. მომხდარს ადგილობრივ პოლიციაში „ტრაგიკულ შემთხვევას“ უწოდებენ და საპროტესტო აქციების მონაწილეებს მოუწოდებენ, არ მიმართონ ძალადობას. მინესოტის გუბერნატორმა ტიმოთი უოლზმა განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებს ვითარებას და არ ავიწყდება გლოვა შტატში მცხოვრები სხვა აფროამერიკელის სიკვდილზე პოლიციის მიერ დაკავებისას. უოლზმა იგულისხმა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც შარშან მაისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობები გამოიწვია მთელს აშშ-ში. ბრუკლინ-სენტერი მინეაპოლისის გარეუბანია, სადაც ახლა მიმდინარეობს 8 მარტს დაწყებული სასამართლო პროცესი ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით. ბრალდებულია ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი, რომელმაც ფლოიდის დაკავებისას გაგუდვის ილეთი გამოიყენა. ფლოიდი ამის შემდეგ მალე გარდაიცვალა. შოვინი და მისი სამი კოლეგა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ფლოიდის დაკავებაში, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შოვინს ბრალად ედება მკვლელობა წინასწარ განზრახვის გარეშე. ის ბრალს არ აღიარებს. შოვინს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


Latest News
Hashtags:   

მინეაპოლისის

 | 

გარეუბანში

 | 

პოლიციის

 | 

აფროამერიკელის

 | 

მოკვლას

 | 

გამოსვლები

 | 

მოჰყვა

 | 

Sources