Thursday 13 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

ყირგიზეთში გაიმართა რეფერენდუმი, რომელიც გადაწყვეტს საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის ბედს

კვირას ყირგიზეთში გაიმართა კენჭისყრა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დაამტკიცონ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაძლიერებისა და პარლამენტის უფლებების შესუსტებას ითვალისწინებს. რეფერენდუმამდე სამი თვით ადრე ქვეყნის პრეზიდენტად სადირ ჟაპაროვი აირჩიეს მას მერე, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შედეგად ჩამოაგდეს წინა მთავრობა. ჟაპაროვი ნოემბერში გამოვიდა საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებით. მან იოლად გაიმარჯვა იანვარში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში. საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სიახლეა საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა. დღეს კენჭისყრაში ხმის მიცემის შემდეგ ჟაპაროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალი კონსტიტუცია შეცვლის ძველ დოკუმენტს, რომელიც ძირითადად „სხვა ქვეყნებიდანაა გადმოღებული“. ყირგიზეთში ჟაპაროვის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი კონსტიტუციის მიღება ნაჩქარევად ხდება, რათა შეიქმნას ავტორიტარული სისტემა და რომ პრეზიდენტის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლება აღმოჩნდება.


Latest News
Hashtags:   

ყირგიზეთში

 | 

გაიმართა

 | 

რეფერენდუმი

 | 

რომელიც

 | 

გადაწყვეტს

 | 

საპრეზიდენტო

 | 

სისტემაზე

 | 

გადასვლის

 | 

Sources