Sunday 18 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

ირანული წარმოშობის ბრიტანელს სასჯელის ვადა გაუვიდა ირანში, მაგრამ ერთ კვირაში სასამართლოში დაიბარეს

ნაზანინ ზაღარი-რატკლიფს, ირანული წარმოშობის ბრიტანელს, რომელიც ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდა, ახსნეს ელექტრონული სამაჯური, რადგან გაუვიდა ირანში მისთვის შეფარდებული სასჯელის ვადა 7 მარტს, მაგრამ არ არის ცხადი, შეუძლია თუ არა ისლამური რესპუბლიკის დატოვება. ირანის სააგენტო ISNA იტყობინება, რომ ზაღარი-რატკლიფი 13 მარტს დაიბარეს სასამართლოში, რამაც იმედი, რომ ის დაუყოვნებლივ შეძლებდა სამშობლოში დაბრუნებას, შეამცირა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ზაღარი-რატკლიფი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რათა დაბრუნდეს სამშობლოში, ბრიტანეთში, თავის ოჯახთან. ზაღარი-რატკლიფი Thomson Reuters-ის ფონდის პროექტის მენეჯერია, ახლა 42 წლისაა. ის 2016 წელს თეირანის აეროპორტში დააპატიმრეს  ოჯახთან სტუმრობის შემდეგ. ზაღარი-რატკლიფს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა ირანის მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულებისთვის. ოჯახი, ასევე ფონდი, ბრალდებას უარყოფს, ხოლო Amnesty International-მა დაგმო პროცესი, როგორც „ძალიან არასამართლიანი“. ბრიტანეთი ირანისგან მოითხოვდა მისი და სხვა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების საპატიმროდან განთავისუფლებას. თეირანი არ აღიარებს ორმაგ მოქალაქეობას. ნოემბერში ზაღარი-რატკლიფს სასამართლომ წარუდგინა ახალი - „რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელების“ - ბრალდება. თეირანის ევინის საპატიმროდან ის 2020 წლის მარტში დროებით გაათავისუფლეს და შინა პატიმრობაში მოათავსეს კორონავირუსის პანდემიის გამო.


Latest News
Hashtags:   

ირანული

 | 

წარმოშობის

 | 

ბრიტანელს

 | 

სასჯელის

 | 

გაუვიდა

 | 

ირანში

 | 

მაგრამ

 | 

კვირაში

 | 

სასამართლოში

 | 

დაიბარეს

 | 

Sources