Thursday 15 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

ოჯახის წევრების დახოცვის ბრალდებით თელავში 28 წლის მამაკაცი დააკავეს

კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 28 წლის მამაკაცი, რომელიც მშობლებისა და ბებიის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული. მომხდარი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. ძალოვან უწყებაში მკვლელობის მოტივზე ამ ეტაპზე არაფერს ამბობენ. მკვლელობა თელავში, გოშაძის ქუჩაზე დღეს, 7 მარტს მოხდა.


Latest News
Hashtags:   

ოჯახის

 | 

წევრების

 | 

დახოცვის

 | 

ბრალდებით

 | 

თელავში

 | 

მამაკაცი

 | 

დააკავეს

 | 

Sources