Sunday 18 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

ირანი მზად არის „დაუყოვნებლივ“ მიიღოს ზომები მას მერე, როცა აშშ სანქციებს მოუხსნის

ირანმა გამოაცხადა, რომ მზად არს გადადგას ნაბიჯები და შეასრულოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ყველა პირობა მაშინვე, როცა აშშ მოუხსნის დაწესებულ სანქციებს. „ირანი მზად არის დაუყოვნებლივ შეასრულოს ბირთვულ შეთანხმების პირობები და თავისი ვალდებულებები მას მერე, რაც აშშ გაუუქმებს უკანონო სანქციებს და უარს იტყვის მუქარის და ზეწოლის პოლიტიკაზე“, განაცხადა 7 მარტს ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ.   როჰანიმ ეს განცხადება გააკეთა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, საიმონ კოვენისთან შეხვედრის დროს დიპლომატიური მცდელობების ფონზე, აღდგეს ბირთვული შეთანხმება. როჰანიმ გააკრიტიკა ევროპის ქვეყნები - ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ბირთვულ შეთანხმებაზე, მათი უმოქმედობის გამო შეთანხმების ნაკისრი ვალდებულების მხრივ. მისი თქმით, ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც „ამისთვის საფასური გადაიხადა“.   აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნეს, მაგრამ მოითხოვს, რომ ირანმა აღადგინოს ბირთვული ვალდებულების შესრულება.   აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2018 წელს აშშ გამოიყვანა ცალმხრივად ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ადრე დაწესებული სანქციების გაუქმებას გულისხმობდა. შეთანხმების დატოვების შემდეგ აშშ-მა კვლავ დაუწესა სანქციები ირანს, რის საპასუხოდ ირანმა ეტაპობრივად და საჯაროდ დაიწყო ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევა.  


Latest News
Hashtags:   

ირანი

 | 

„დაუყოვნებლივ“

 | 

მიიღოს

 | 

ზომები

 | 

სანქციებს

 | 

მოუხსნის

 | 

Sources