Sunday 18 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

EMC: ჩანაწერი შესაძლოა უკანონოდ გაკეთდა, თუმცა მასში საუბარია სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულზე

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიიჩნევს, რომ TV პირველით გავრცელებული ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბარი შესაძლოა უკანონო გზით იყოს მოპოვებული, თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მინიმუმ ჩანაწერების ნაწილი იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა მასში მონაწილე პირები ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე თანამდებობებს იკავებდნენ. ​აუდიო-ჩანაწერი ერთი შეხედვით უკანონოდ არის მოპოვებული, თუმცა, მასში გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულზე, სადაც შესაძლოა ფიგურირებდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. სწორედ ამიტომ ის საზოგადოებრივი და მედია ინტერესის საგანი გახდა და ის დროულ სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. ცხადია, რომ ამ პირობებში მედიას მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის გამოქვეყნების პროფესიული ვალდებულება ჰქონდა და ეს მედიის მხრიდან ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლის პრინციპულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩანაწერებში საუბარი არაა კონკრეტული პირების პირად ცხოვრებაზე, რომელიც ცალკე დაცვის ინტერესი შეიძლება გამხდარიყო , - აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე განმარტებით, ჩანაწერში გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე და სწორედ ამიტომ სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყების ვალდებულება ეკისრებათ. სამწუხაროდ, აშკარაა, რომ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში და საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, უკიდურესად დაბალია ნდობა და მოლოდინი, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნება გამოძიებული. ეს მდგომარეობა უკვე თავისთავად მიანიშნებს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების უგულებელყოფაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების უკიდურესად შემაშფოთებელ რეალობაზე , - ვკითხულობთ განცხადებაში.  TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე. ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს , - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო . ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს. ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით თქვა, რომ ჰკითხეს პრემიერ-მინისტრს და დაადგინეს, რომ საუბარია 2010 წლის აუდიოჩანაწერებზე. თუმცა ამ აუდიოჩანაწერის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში მთავარმა არხმა დაკვირვების შედეგად განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის საუბარი მოქმედი ხელისუფლების დროს ჩაიწერეს, რადგან სიტყვები ტრიი , რომელსაც ივანიშვილი ახსენებს, მისივე სიმღერიდანაა, რომელიც 2017 წელს გახდა საჯარო. ჩანაწერების გავრცელების გამო დღეს, 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია შეაგინე ბერას დაიგეგმა.


Latest News
Hashtags:   

ჩანაწერი

 | 

შესაძლოა

 | 

უკანონოდ

 | 

გაკეთდა

 | 

თუმცა

 | 

მასში

 | 

საუბარია

 | 

სხვადასხვა

 | 

ძალადობრივ

 | 

დანაშაულზე

 | 

Sources